სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამჭვირვალობა აკლია - ალექსანდრე ლომოური

, 10 მარტი, 2013 - 19:43

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გამჭვირვალე პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია გამოაქვეყნოს ყველა ის დარღვევა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რა ზარალი მიადგა ამით ქართულ სოფლის მეურნეობას.

"როცა ახალმა მინისტრმა გადაიბარა სამინისტრო და შეუდგა მის მართვას, ის ვალდებულია საზოგადოებას გააცნოს და გამჭვირვალე გახადოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ჩატარებული ყველა პროგრამების ღირებულება, როგორც აღნიშნული დარგის განვითარებისათვის ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული თანხები. ჩვენ დავინახეთ, რომ სხვა სამინისტროებმა მეტნაკლებად წარმოაჩინეს წინა ხელისუფლების დროს არსებული დარღვევები და საზოგადოების მხრიდან შესაბამისი დასკვნაც გაკეთდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გამჭვირვალე დოკუმენტი, სადაც ყოფილი აგრარული მთავრობის კანონიერი მოქმედებები თუ ქმედებები იქნება ნათლად ასახული. გაორმაგებული ბიუჯეტი, დახნულ-დათესილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სამელიორაციო სისტემები და სხვა, წლების წინ გასაკეთებელი ახლა კეთდება, რატომ არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩუმად, ცოტა არ იყოს გაურკვეველია", - აცხადებს ალექსანდრე ლომოური.

ლომოურის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის გამოცდილება, "წინა ხელისუფლების დროს რა პროცესებიც მიმდინარეობდა, კარგად ვიცით არ მინდა ვიფიქრო, რომ ახალი მართველობაც იგივე კურსს გააგრძელებს', - დასძენს ლომოური.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45