11 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

, 10 მარტი, 2013 - 23:43

ვერძი - დღეს ვერვინ და ვერაფერი შეცვლის თქვენ კარგ განწყობას. ნამდვილად პოზიტიური დღე გელოდებათ.

კურო - ახლა სწორედ ის დროა, როდესაც თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს უთხრათ კომპლიმენტი საჭირო დროსა და ადგილზე. შემდეგ ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

ტყუპები - არ ღირს დროის ამაოდ დაკარგვა საკუთარი მოქმედებების გამართლებაში. ამაზე ნერვიულობა უკვე გვიანი იქნება, თუ თავს მაქსიმალურად არ გაააკონტროლებთ.

კირჩხიბი - წარმატებული დღე გექნებათ, თუ შეაქებთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. დღეს გაქვთ შანსი, რომ წინ წაიწიოთ და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ წარმატებას

ლომი- დღეს უკეთესი იქნება თქვენთვის დასვენება და არ დაკარგოთ ენერგია უბრალო საკითხებზე, დღეს ნუ  მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

ქალწული - დღეს საკმაოდ მგრძნობიარე იქნებით, ადვილად შეხვალთ ადამიანებთან კონტაქტში და წარმატებული დღე გელით.

სასწორი - ძნელია იყო მხოლოდ ოპტიმისტი, როდესაც არჩევანის გაკეთების გზაჯვარედინზე ხართ, მაგრამ ბედი არ არის თქვენს მიმართ ცუდად განწყობილი.  გქონდეთ მეგობრების დახმარების იმედი, ეს კი ნამდვილად გამოგადგებათ.

მორიელი - დღეს ხალხი მიგიღებთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ. არ ეცადოთ, შეცვალოთ რამე საკუთარ თავში, შეიძლება ამან უსიამოვნება მოგიტანოთ.

მშვილდოსანი - დღეს შეიძლება საკუთარი დაუდევრობით გაიჩინოთ პრობლემები. ამიტომ იყავით ყურადღებით, დაშვებული  შეცდომა მიიღეთ, როგორც გაკვეთილი და არ გაიმეროთ მომდევნო დღეებში.

თხის რქა - შეიძლება დღე არ დაიწყოს თქვენთვის სასურველი სიახლით, სამაგიეროდ მშვიდი და წყნარი საღამო გელოდებათ. იყავით თავშეკავებული და მომთმენი.

მერწყული - დღეს ნამდვილად გელით სიახლეები, შეიძლება დახმარების ხელი თქვენთვის უცნობმა ადამიანმაც გამოგიწოდოთ. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.

თევზები - ძალიან კარგია მოგონებები, მაგრამ დღეს იყავით  უფრო რეალისტი და მეტი დრო დაუთმეთ არსებულ რეალობას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46