წითელი ბარათის გამო, მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდნენ

, 10 მარტი, 2013 - 15:54

ლიბანის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის დროს, წითელი ბარათის გამო, მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლიბანელმა არბიტრმა ბაჰირ ავასამ, ერთ-ერთ ფეხბურთელს უხეშობისათვის ყვითელი ბარათი უჩვენა,  რასაც  ფეხბურთელისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მსაჯის მხრიდან ყვითელ ბარათს წითელი მოჰყვა.

ფეხბურთელმა ნერვები ვერ მოთოკა და მსაჯისკენ საცემრად გაიწია, „გაძევებულ“ ფეხბურთელს კი თითქმის მთელი გუნდის შემადგენლობა მიეშველა გაქცეული მსაჯის დასაჭერად. კადრებში ისიც ჩანს, რომ თამაშზე მყოფი სამხედრო პირებიც არ იღებენ შესაბამის ზომებს და არ იცავენ მატჩის არბიტრის უსაფრთხოებას.

მოგვიანებით ლიბანელმა მსაჯმა, ბაჰირ ავასამ განაცხადა, რომ ის სამუდამოდ ანებებს თავს სამსაჯო კარიერას.

 http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=a9rE4m6BNXg#!

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46