ზაზა გაბუნია პეკინზე ავარიული სახლის მაცხოვრებლებს შეხვდა

, 10 მარტი, 2013 - 15:22

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, პეკინის ქუჩა 24-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა მოსახლეობის თხოვნით  გაიმართა, რადგან მათ ავარიული სახლის პრობლემები აწუხებთ.

გაბუნიას განცხადებით, სახლი ავარიულ და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაშია და ამის მიზეზი მერიის გაუაზრებელი და უკანონო ნებართვაა, რომელიც მან საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად გასცა.

 “ამ პრობლემის მოგავრება თავად მერიას შეუძლია. პირველ რიგში, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ნებართვა, რომლითაც ცალკეული ადამიანების კომერციული ინტერესების გამო უკანონო მშენებლობა იქნა წამოწყებული და ამასთან, მერიამ საცხოვრებელ კორპუსს უნდა მოხსნას ის 150-ტონიანი ზედნაშენი, რომლეიც საფრთხეს უქმნის პეკინის 24-ში მცხვრებთა სიცოცხლეს", - განაცხადა ზაზა გაბუნია, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ზაზა გაბუნიამ მოსახლეობის თხოვნით რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44