ჯუმბერ კირვალიძე \"ერისიონის\" რუსეთში გასტროლების გაპროტესტებას \"ნაცნარჩენების\" ატეხილ \"გნიასს\" უწოდებს

, 10 მარტი, 2013 - 15:11

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ანსამბლ "ერისიონის" რუსეთში გასტროლების გაპროტესტებას "ნაცნარჩენების" ატეხილ "გნიასს" უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებამდე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ-საგანმანათებლო და კულტურული კავშირების აღდგენა-განახლებას.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ზურაბ აბაშიძის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ამ მიზანს ემსახურება, რამაც ეკომომიკური შედეგი უკვე მოიტანა და გადაწყდა ქართული ღვინოების და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაშვების საკითხი.

"ერისიონის" და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენელთა გასტროლები უნდა განვიხილოთ კოლტურული ურთიერთობების ასპექტში, რომელიც ასევე ემსახურება საერთო მიზანს, უბრალოდ, არ მოხდა საზოგადოების ინფორმირება სათანადო დონეზე, რამაც გამოიწვია არასასურველი ვნებათაღელვა და ქართული კულტურის წინაშე უაღრესად დამსახურებული ადამიანების ჯემალ ჭკუასელის და რეზო ჭოხონელიძის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ისეთი სურათი მივიღეთ, თითქოს, "ღვინითა და ცეკვა-თამაშით" აპირებს ახალი ხელისუფლება რუსეთის "გულის მოგებას"?! არა ბატონებო, ეს ასე არ არის და როგორც ზევით მოგახსენეთ, - არ მოხდა ამ საკითხების კოორდინაცია, ხალხის ზედმიწევნით ინფორმირება სათანადო დონეზე, რამაც გამოიწვია არასასურველი და ალბათ, გასაგები ვნებათაღელვა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში. ამით კი, რა თქმა უნდა, ისარგებლეს "ნაცნარჩენებმა" და ატეხეს "გნიასი", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

ჯუმბერ კირვალიძეს მიაჩნია, რომ ამ პროცესების საინფორმაციო და ფიარ-უზრუნველყოფისთვის უნდა შეიქმნას ზურაბ აბაშიძისადმი დაქვემდებარებული უწყებათაშორისო კომისია (ოფისი) და პრესსამსახური.

„რადგანაც, ახლო მომავალში რუსულ-ქართული ურთიერთობები ამ დარგებში სულ უფრო ინტენსიური გახდება, ამიტომ აუცილებელია, შეიქმნას პრემიერის სპეცწარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისადმი დაქვემდებარებული უწყებათაშორისო კომისია (ოფისი) და პრესსამსახური, რომელშიც შევლენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - ეკონომიკის, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროებიდან. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგიდან მოხსნის ყველა გაუგებრობას და პასუხგაუცემელს არ დატოვებს არცერთ კითხვას“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43