ქაბულში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ტერაქტით შეხვდნენ

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 19:18

ქაბულში აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის დროს განხორციელებულ ტერაქტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 14 მძიმედ დაშავდა, - წერს The New York Times-ი.  

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელის სამიზნე  ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იყო, სადაც პატრულირებას საერთაშორისო ძალები და ავღანეთის პოლიცია ახდენდა. პოლიციის ინფორმაციითვე, აფეთქების შემდეგ ორმხრივი სროლები ატყდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. მათი განცხადებით, თავდასხმის დროს არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. საპირისპიროს აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება, ისინი რვა ბავშვისა და ერთი პოლიციელის დაღუპვის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5