ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში დაღუპვის ფაქტს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 18:56

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს „Islamic Emirate of Afghanistan“-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.

წყაროს მტკიცებით, ნავზადის რაიონში პატრულირებისას ნაღმზე ქართველი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2 და დაიჭრა 3 ჯარისკაცი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა. მან ქართველ ჟურნალისტებს მოუწოდა, გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"გთხოვთ, ნუ დაეყრდნობით ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გადაამოწმეთ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების სარდლობასთან ქაბულში. ყველა ქართველი ჯარისკაცი ჯანმრთელი და უვნებელია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქაბულში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო და მიუსამძიმრა ავღანელ ხალხს და მის კოლეგას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5