ვანო მერაბიშვილს აღნიშნული თემით მსგავსი აპელირება არ უნდა დაეწყო - ნინო ჯერენაშვილი

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 18:34

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი ნინო ჯერენაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და "ჯეონიუსთან" საუბარში აღნიშნავს, მერაბიშვილი დაინტერესებული უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური წინსვლით და ამ თემით აპელირებას არ უნდა ახდენდეს.

"თუ აღნიშნულ მონაცემებს დავეყრდნობით, ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანია და ყველაზე მეტად თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მერაბიშვილი ვალდებული იყო, აღნიშნული თემით მსგავსი აპელირება არ დაეწყო",  - განაცხადა ჯერენაშვილმა.

ასევე ახალგაზრდა დოქტორანტი ეკონომიკურ სტაგნაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ყოველთვის ხდება ეკონომიკური სტაგნაცია.

"არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ყოველთვის ხდება ეკონომიკური სტაგნაცია. ამ პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს, ხოლო ეკონომიკური - ეცემა. ყველამ იცის, რომ არჩევნების დროს ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში ინაცვლებს და ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები ფერხდება. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში აღმოიფხვრება ეს „პრობლემა“ და თავის „კალაპოტს“ დაუბრუნდება, თუმცა ეს პროცესი იანვრის თვიდან უკვე აქტიურად მიმდინარეობს", - აღნიშნა ჯერენაშვილმა.

შეგასენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, მთავრობას დღეს საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ნუგო სოტკილავა

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5