ძალიან ვწუხვარ, ჩემო მაყურებლებო, რაც მოხდა ეთერში - ვახო სანაია

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 18:25

დაცემა „ღია ეთერის“ წამყვანი" ვახო სანაია გადაცემის ეთერში გუშინ მომხდარ ინცინდენტს, facebook-ით გამოეხმაურა. სანაიას განნმარტებით, მისი მხრიდან დამატებითი აპელირება ამ ეპიზოდზე, დისკუსიის სულ სხვა კალაპოტში გადაყვანას გამოიწვევდა.

"ყველა ადამიანი თავად წყვეტს, რა ლექსიკა უნდა გამოიყენოს ამა თუ იმ სიტუაციაში. ასევე, ყველა ადამიანი თავად წყვეტს, უპასუხოს თუ არა ოპონენტს, როცა ფიქრობს, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს. კიდევ ერთხელ განვმარტავ: ლაშა ჟვანიას ჰქონდა შესაძლებლობა კახა ბენდუქიძისთვის მომენტალურად ეპასუხა. უფრო მეტიც, პროდიუსერმა საგანგებოდ შესთავაზა ეპასუხა ბენდუქიძისთვის. ლაშამ უარი თქვა. ჩემი მხრიდან დამატებითი აპელირება ამ ეპიზოდზე, ვფიქრობ, გამოიწვევდა დისკუსიის სულ სხვა კალაპოტში გადაყვანას. მე გადაცემაში ვიწვევ ზრდასრულ ადამიანებს და თავიანთ სიტყვებსა ან დუმილზე ისინი თავად არიან პასუხისმგებელნი. ბენდუქიძემ თქვა, ის, რაც თქვა. ჟვანიამ არჩია ღია ეთერში დუმილი და მოგვიანებით ფეისბუქის საშუალებით პასუხის წერილობით გაცემა. მან ასე გადაწყვიტა. რაც შემეხება მე, რადგან თავად ადრესატმა აღარ მოინდომა ეთერში პასუხის გაცემა, მეც აღარ გავამწვავე, დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდზე ფოკუსირება სულ სხვა ვითარებას შექმნიდა და უფრო დაძაბავდა ვითარებას, თან გადაცემაც ფაქტობრივად უკვე მთავრდებოდა. ამასთან, მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ კორექტულობისკენ უნდა მომეწოდებინა, თუმცა ვერ ვხდები, როცა უკვე ნათქვამია სიტყვა, ეს ჩემი მოწოდება რა შედეგის მომტანი იქნებოდა - ალბათ არანაირის. მაგრამ იმ ნაწილს, ვინც ასე ფიქრობს, მესმის მათი და ვიმეორებ, ძალიან ვწუხვარ. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ლაშა ჟვანიას და ვუთხარი ეს ყველაფერი, რაც აქ დავწერე. მოვისმინე მისი პოზიციაც, რაც მან თავის გვერდზეც დაწერა... აქვე ვიტყვი, რომ გულწრფელად, ძალიან ვწუხვარ, ჩემო მაყურებლებო, რაც მოხდა. ყურადღებით ვკითხულობ თქვენს ყველა მოსაზრებას გადაცემის ფეისბუქის გვერდზე, ასევე ჩემს პირად გვერდებზე და მიყვარხართ ძალიან:)"- ვახო სანაია facebook -ზე.

შეგახსენებთ, პოლიტიკურ თოკ-შოუ "ღია ეთერში" სტუმრად მოწვეულმა კახა ბენდუქიძემ პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაშა ჟვანიას მინისტრად დანიშვნის გამო გააკრიტიკა და ჟვანიას უხამსი სიტყვით მიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41