ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გაცილებით მეტი კეთდება დღეს, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში - ოთარ აბესაძე

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 18:06

ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გაცილებით მეტი კეთდება დღეს, ვიდრე ეს კეთდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, - ამ განცხადებით უპასუხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტმა ოთარ აბესაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს.

როგორც აბესაძემ "ჯეონიუსის" კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ გაუაზრებელი ხარჯები, რომლის მაგალითადაც თავდაცვის სამინისტოს მიერ დახარჯულ 8 მილიარდს ასახელებს.

"ვფიქრობ, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გაცილებით მეტი კეთდება დღეს, ვიდრე ეს კეთდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში. ნუ დაავიწყდებათ ის გაუაზრებელი ხარჯები, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა. სამწუხაროა, მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია ბევრი სამხედრო ნაწილი, როგორც ჩანს, ეს 8 მილიარდი ლარი ბევრ სხვა რამესთან ერთად, ფასადებს მოხმარდა. თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება გინდა, ჯერ ბიუჯეტის სტრატეგიული დაგეგმვა და მიზნობრივი ხარჯვა უნდა შეძლო, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში იშვიათობას წარმოადგენდა", - განაცხადა აბესაძემ.

ასევე, დოქტორანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ამყარებს თავის პოზიციას,  სადაც 2013 წლის თებერვილის ამორტყმული ჩეკების რაოდენობაა ასახული.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც ასახავს ქვეყანაში ბიზნესის, მათ შორის, საშუალო და მცირე საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტენდენციას და გაყიდვების მოცულობის მატებას. 2013 წლის თებერვალში საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ თითქმის 2 მილიონით გადააჭარბა გასული წლის თებერვლის მონაცემებს, ხოლო აღნიშნული ჩეკებით გადახდილი თანხის მოცულობა დაახლოებით 150 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ვფიქრობ, თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაიზრდება", - აღნიშნა აბესაძემ.

შეგახენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, მთავრობას საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ნუგო სოტკილავა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43