საჩხერის სამთო მომზადების სკოლა PFP სამთო სწავლებას გადის

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 17:16

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო სამთო სწავლებას გადის. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს ამ დროისთვის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: უკრაინის, იორდანიის, სომხეთის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიისა და ნორვეგიის 21 სამხედრო მოსამსახურე ეუფლება.

საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თხილამურებზე დგომა, გადაადგილება და სრიალი შეასწავლეს. უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ასევე ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ. კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. "იგლუს" მოწყობა ისწავლეს.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკური მარშებსაც განახორციელებენ. კურსი დაბა ბაკურიანში 25 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საზეიმოდ დაიხურება.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47