აჭარის ფინანსთა სამინისტროში ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 17:06

USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმ ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერებას შეეხება.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებადა სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების განხილვა ზემოხსენებული ინიციატივის შესახებ.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე უძღვებოდა. ღონისძიებაზე დეტალურად განხილულ იქნა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიზანია შეიმუშავოს მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული ეფექტური ბიუჯეტი.

"დღევანდელი შეხვედრა 3 მარტის შეხვედრის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა. მთავრობის თავმჯდომარემ ერთ-ერთ პრიორიტეტად საზოგადოებასთან პერმანენტული კომუნიკაცია, ჩართულობის გაძლიერება და სახელმწიფო დაწესებულებების გამჭირვალობის უზრუნველყოფა დასახა. ჩვენ გვინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემუშავების დროს რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან და დაინტერესბულ მხარესთან გვქონდეს კონსულტაციები, რათა შევიმუშავოთ საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი". - აღნიშნა მან.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43