თბილისის საკრებულოს 2 ახალი დეპუტატი ჰყავს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 17:04

დედაქალაქის საკრებულოში სხდომაზე დეპუტატებმა ორი ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა ავთანდილ ფავლენიშვილი და თემურ გრიგალაშვილი უმრავლესობით დაამტკიცეს.

ავთანდილ ფავლენიშვილმა ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი წევრი სევდია უგრეხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიცე–მერად დაინიშნა.

თემურ გრიგალაშვილმა კი ნიკოლოზ ჩხაიძე შეცვალა, რომელმაც საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა საკრებულო. დღესვე დეპუტატებმა საკრებულოს 2 კომისიის თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელეს. დღეიდან ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო კომისიას ნიკოლოზ ბაჩილავა უხელმძღვანელებს, სარევიზიო კომისიას კი სათავეში თემურ გრიგალაშვილი ჩაუდგება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45