9 მარტის ტრაგედიიდან 57 წელი გავიდა

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 14:40

1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან 57 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის რისხვა სტალინის კულტის კრიტიკამ გამიწვია, რასაც არაოფიციალური მონაცემებით, 1000-მდე  ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ მოხსენება გააკეთა. ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ პიროვნების კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. ქართველებმა მისი “საპროგრამო სიტყვა” ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.

9 მარტს ღამით საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი… დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46