მეჰრიბან ალიევა საუკეთესი პირველი ლედის ხუთეულში მოხვდა

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 16:42

საუკეთესო პირველი ლედი ბოლო 50 წლის განმავლობაში - ამ დასახელებით ჩატარდა გამოკითხვა და დასახელდა პრეზიდენტების   საუკეთესო  ცოლები. მთავარი კრიტერიუმები შეფასების დროს იყო გარეგნობა, ჩაცმის სტილი და პროფესიულ-სოციალური აქტივობა.

ქალმა, რომელიც წარმოადგენს მთელ ქვეყანას, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სიტყვები: „ძნელია იყო ქალი, უნდა იფიქრო როგორც კაცმა, იქცეოდე ისე როგორც ლედი, გამოიყურებოდე როგორც ახალგაზრდა გოგონა და შრომობდე როგორც ცხენი... “ ეს ფრაზა დიდი ხნის წინ გახდა პოპულარული და პირველი ლედისთვის ზედგამოჭრილია რადგან იყო პრეზიდენტის ცოლი ეს ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, პირველი ლედი ხომ არის იდეალი და ქალის სიმბოლო თავის ქვეყანაში.

1. დელფის გამოკითხვის თანახმად, საუკეთესო პირველი ლედი გახდა დედოფალი რენია ალ-აბდულა, იორდანიის მეფის აბდალი ალ-აბდულას მეუღლე. დედოფალი რენია არის ოთხი შვილის დედა და თანამედროვე არაბი ქალი, რომლის მსგავსი ადრე სამყაროს არ ენახა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტის მეუღლე, იტალიელ-ფრანგი მოდელი და მომღერალი კარლა ბრუნი. მისი ძლიერი ხასიათის, გარეგნობისა და მოდის სფეროში მიღწეული წარმატებების გამო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ყველაზე ლამაზი პირველი ლედის ხუთეულში ღირსეული მესამე ადგილი აზერბაიჯანელ მეჰრიბან ალიევას ერგო. ის აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტის მეუღლეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მეოთხე ადგილზე ჟაკლინ კენედი გავიდა. ის ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის ცოლია. ჟაკლინი ნამდვილად იყო ძლიერი და მისაბაძი ქალი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. მეხუთე ადგილი სირიის პრეზიდენტის ცოლს, ასმე ასადს ეკუთვნის. ის საუკეთესო დედა და მეუღლეა. მისი ქალურობა და სილამაზე ჯურნალ „Elle“-მაც აღიარა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45