კორკოტა პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას არ გამორიცხავს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 16:12

ყველაფერი ახალ გუნდზე მაქვს მინდობილი. არავის წისქვილზე წყალს არ ვასხამ. პოლიტიკოსებმა თავისი საქმე გააკეთონ, თუმცა სადაც კი ვიგრძნობ, რომ არ არის სიმართლე და საქართველოსთვის საქმე არ კეთდება, მე ისევე როგორც ადრე, ბრძოლაში ჩავერთვები", - ამის შესახებ " ჯეონიუსს" რადიო "საქართველოს ხმის" გადაცემა "კორკოტას დილას" წამყვანმა გიორგი კორკოტაშვილმა განუცხადა.

კორკოტაშვილი პოლიტიკაში ჩართვას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ახალმა გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე ის გააკეთა, რომ ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა ჩამოაცილა და თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მისი თქმით, ახლა უკვე ახალ გუნდზეა დამოკიდებული.

"ახლა ხელისუფლებაში მივიდა გუნდი, რომელმაც თქვა, რომ სამართლიანობას აღადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი მოისურვებს ჩემთან თანამშრომლობას, საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს", -აღნიშნავს კორკოტაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46