უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 15:57

საქართველოს უზენაესი სასამართლო ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საინფომაციო სააგენტო "ჯეონიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:  "ვენეციის კომისიამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, საკუთარი დასკვნა წარმოადგინა.

უზენაესი სასამართლო მიესალმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობას. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები კერძოდ, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკონონმდებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა.

ასევე, ვენეციის კომისია განმარტავს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირს, რომელსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არ უნდა შეეზღუდოთ უფლება საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ იქნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად. ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილ მოსამართლეთა წრეს ეზღუდებოდა იუსტიციის საბჭოში არჩევის შესაძლებლობა.

უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას და არ ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქმიანობაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს წამყვანი როლი შეასრულოს სასამართლო ხელისფლების შემდგომი რეფორმირების პროცესში. ამ მხრივ უზენაესი სასამართლო მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების რიგ დებულებებს. უზენაესი სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებულობის გაძლიერებისა და შემდგომი რეფორმირების წარმატებულად წარმართვის მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან", -აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5