დავით ნარმანიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების 200-მილიონიან ფონდთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 15:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და და მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ, ქუთაისის მერიაში იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების 200-მილიონიან ფონდთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე განიხილეს 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურები. ამავე შეხვედრაზე მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ამ რეგიონებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მინისტრს წარუდგინეს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რის მოგვარებასაც აღნიშნული ფონდის მეშვეობით გეგმავენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ წარდგენილი პროექტი.

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი. განსაზღვრულია საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც - ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა -რეაბილიტაციისთვის.

დღევანდელი შეხვედრით სამინისტრომ აღნიშნულ ფონდთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა ინფორმირების პროცესი დაასრულა. მინისტრი და მისი მოადგილე ქვეყნის ათივე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. პროექტების მიღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია. მათი მიღება 11 მარტს 16:00 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც სამთავრობო კომისია შემოსული საპროექტო წინადადებების განხილვას დაიწყებს.

რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39