წელს თევზების იდეების განხორციელების წელია

სამშაბათი, 12 მარტი, 2013 - 00:13

ეს წელი თევზებისთვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, მათ უნდა მოიკრიბონ ძალები და ყველაფერი გააკეთონ წარმატებისთვის, მათი ოპტიმიზმი კი ნამდილად დაიმსახურებს მოულოდნელ სიხარულს. წელს თევზების იდეების განხორციელების წელია.

2013 წლის დასაწყისი იქნება ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების, გულის და ხელის შეთავაზების პერიოდი. თუმცა ამ წლის მკაცრი დიასახლისი - წყლის შავი გველი არ დაუშვებს რომ ზედაპირული, ქარაფშუტული ურთიერთობები მომავალში განვითარდეს. ის უამრავ განსაცდელსა და გამოცდას მოაწყობს ასეთი ადამინებისათვის. თუ მათ მოახერხეს და შეინარჩუნეს ურთიერთობა, შემდეგში მათი ქორწინება იქნება სწორედ ის ნაბიჯი, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე შეხმატკბილებულად აცხოვრებს.

თევზები აღმოაჩენენ საკუთარ თავში ორატორულ ნიჭს და შეძლებენ საკუთარი იდეებისა და წამოწყებების ბოლომდე გატანას ნებისმიერ ადგილას ეს მათ მონდომებაზეა დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და მაღალი თვითშეფასება, რათა გარშემომყოფებმაც აღიქვან მათგან მომდინარე ეს ენერგია და იგივე დამოკიდებულება ჰქონდეთ მათ მიმართაც.

დაოჯახებული თევზები განსაკუთრებული სინაზით, ყურადღებითა და მზრუნველობით მოეკიდებიან საყვარელ ოჯახს, მეუღლეებსა და ბავშვებს...

დასაოჯახებელ თევზებს სასიყვარულო ფრონტზე არა ერთი ახალი თავგადასავალი ელით. ასევე დასვენების პერიოდში შესაძლებელია დაამყაროთ საჭირო კონტაქტები, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ არა ერთ სამომავლო საქმიანობაში .

როგორც კი იგრძნობთ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც ისურვებდით, პანიკაში არ ჩავარდეთ და დეპრესიამ არ შეგიპყროთ... უბრალოდ დაფიქრდით, რას აკეთებთ არასწორად და რის გამოსწორებაზე მიგანიშნებთ სამყარო.

თევზებს მუდამ უნდა ახსოვდეთ რომ ხშირად მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას, პირიქით - პირადი ბედნიერება ამად ღირს!

მიმდინარე წელი პროდუქტიული იქნება ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად წინდახედულად და გონივრულად მოეკიდებით თქვენს საქმიანობას.

მარტოხელა თევზებს წლის ბოლოს ექნებათ შანსი გაიცნონ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებენ. ასე რომ ნუ შეგეშინდებას ახალი ურთიერთობების.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5