დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერეს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 14:48

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილემ შოთა მურღულიამ ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშოები დაათვალიერა.

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ფინანსდება იაპონიისა (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით) და საქართველოს მთავრობების მიერ.

 ქუთაისის 17.3 კმ-იანი შემოვლითი გზა ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის - იმერეთის 59 კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან იწყება, გაივლის ქალაქ ქუთაისს და სამტრედიასთან დასრულდება. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი სრულიად ახალი, 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. საგზაო მონაკვეთებზე დაიგება ცემენტ-ბეტონის, ხოლო ხიდებსა და საგზაო კვანძებზე ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ13.1-კმ17.3) ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება. 

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდ. რიონსა და მდ. ჭიშურაზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია 10 ხიდის მშენებლობა, საიდანაც ერთ-ერთის სიგრძე 810 მეტრი იქნება. ასევე, პარალელურად, დაიწყო ქუთაისი-გეგუთის გზაგამტარის მშენებლობაც. ამ დროისათვის, დასრულებულია 4 წყალგამტარი მილის მოწყობა, ხოლო 4 მილზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58