რჩევები, რომლებიც ორსულებს გამოადგებათ

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 14:49

ორსულობა ეს ის პერიოდია, როდესაც დგება დრო ქალის ცხოვრებაში გახდეს დედა. ეს ღვთის საჩუქარია. ეს ის დროა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება ქალს მოვლა და მზრუნველობა. ამისთვის საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაოთვალისწინოთ.

1. არ ასწიოთ მძიმე

2. ნუ ივლით ველოსიპედით, მოტოციკლით, ბოლო თვეებში ერიდეთ მგზავრობას

3. მოულოდნელ შიშზე ნუ იტაცებთ ხელს სახეზე, ხელზე, რადგან ამ ადგილებში შეიძლება ბავშვს გაუჩნდეს წითელი ან ლურჯი ლაქები.

4. მოერიდეთ დაძაბულობას, ნუ უყურებთ ძალადობის შემცველ ფილმებს და საერთოდ ისეთ რაღაცეებს, რაც თქვენზე ემოციურად იმოქმედებს.

5. მშობიარობა რომ გაგიადვილდეთ, დიდხანს ნუ იწვებით, ხშირად იარეთ, შეასრულეთ მსუბუქი ფიზიკური სამუშაო, ხანდახან ისეირნეთ. 

6. ორსულობის მეორე ნახევარში არ შეიძლება სქესობრივი კავშირი.

7. ხშირად გაიკეთეთ შარდის ანალიზი. 

8. ბავშვის ძვლების ფორმირებისათვის საჭიროა კალციუმი. ამისათვის უნდა მიიღოთ ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი (ნაჭუჭს დებენ მდუღარეში 5 წთ. აშრობენ და ფქვავენ). წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიზიანდებათ კბილები.

9. ხშირად გაასინჯეთ კბილები სტომატოლოგს.

10. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას. შეკრულობის შემთხვევაში, არასასურველია, კუჭში გამხსნელის გამოყენება, უკეთესია მიიღოთ ბუნებრივი საშუალებები, იკვებეთ უმი ხილითა და ბოსტნეულით. კარგად მოქმედებს გახეხილი ვაშლი, სტაფილო, მაწონი, წყალი, ქლიავი და სხვა.

11. ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებისათვის სასურველია მიიღოთ 2 ჩაის კოვზი თაფლი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე.

12. ორსულისათვის ძალიან საშიშია წითელა. განსაკუთრებით 4 თვემდე.

13. ორსული არ უნდა დადიოდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.

14. ორსულს ვარჯიშები უნდა დაუნიშნოს ექიმმა.

15. მოერიდეთ გარემოს, სადაც სიგარეტ ეწევიან

16. მოერიდეთ ალკოჰოლს

17. ასევე, არ შეიძლება დიდი დროის გატარება კომპიუტერთან

18. არ შეიღებოთ თმები

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43