მოვუწოდებ მთავრობას, საგანგებო ზომები მიიღოს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით - ვანო მერაბიშვილი

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 14:43

ვანო მერაბიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, მორგან სტენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით მთავრობას მოუწოდებს,  მიიღოს საგანგებო ზომები ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით. " თუ ახლანდელი ნეგატიური ტენდენციები კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდა, საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება", - აცხადებს მერაბიშვილი.

სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, მორგან სტენლის შეფასება ვრცელდება. მორგან სტენლის ცნობით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2012 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა და დეკემბერში ნეგატიური -0.8% შეადგინა. მთლიანად 2012 წელს მშპ-ის ზრდა ნაცვლად დაგეგმილი 6,7%, სულ 6,1% იყო. ბანკის ინფორმაციით, იანვარში ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ ზრდის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2013 წლის ზრდის პროგნოზი 5,6%-დან 5%-მდე შემცირდა. " ბიუჯეტი დაგეგმილია 7%-იანი ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტური პროგნოზით. ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და ქვეყნის ფისკალური დეფიციტი დაგეგმილი 2,8% ნაცვლად, მშპ-ის 3,5% მიაღწევს. მზარდი ფისკალური დეფიციტი და საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოვლნების განვითარების პოპულისტურ სცენარზე მიგვანიშნებს. პოლიტიკური არასტაბილურობა შეამცირებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს." - აღნიშნულია მორგან სტენლის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42