"დროა" "ერისიონისთვის" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 13:35

საზოგადოებრივი კავშირის "დროას" ასამდე წარმომადგენელმა ფეხითმოსიარულეთა ხიდზე აქცია გამართეს და საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერსიონის“ კრემლში გამართული კონცერტი გააპროტესტეს.

"დროა" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართავს,  ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებას, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია "ერისიონის“ გეგმებთან დაკავშირებით და თუ ჰქონდათ, რატომ არ დაინტერესდნენ საზოგადოების აზრით.

"იმ შემთხვევაში, თუ ანსამბლმა თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება კრემლის დარბაზში კონცერტის გამართვის შესახებ, მაშინ უნდა დადგეს "ერისიონის“ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებენ "დროას" წევრები.

კავშირის წევრების განცხადებით, "დროა" არ აპროტესტებს მათ რუსულ ტურნეს, ისინი აპროტესტებენ კონკრეტულად კრემლის დარბაზში დაგეგმილ კონცერტს. 

"სახელმწიფო ანსაბლი ფინანსდება ხალხის მიერ და ვალდებულია პატივი სცეს და გაითვალისწინოს ხალხის პოზიცია. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ორივე მხარე აირიდებს პასუხისმგებლობას, მაშინ ვფიქრობთ, რომ "ერისიონს" უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და ამ შემთხვევაში შეეძლებათ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე იარონ და იცეკვონ. ხელოვნებისა და კულტურის ფარდის მიღმა არ უნდა დაიმალოს კრემლთან პირფერობის პოლიტიკა", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.


მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45