საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება "აბუს" გაცილებით დამთავრდება

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 13:28

დღეს მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე ევროპის ერთა თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის - მილტონ ჰეიგის დასახელებულ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობას 9 ნომერი - ირაკლი აბუსერიძე უკაპიტნებს.

ერთა თასის ერთადერთი 5-გზის მფლობელი და სამი მსოფლიო თასის მონაწილე ირაკლი აბუსერიძე დღეს ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრას გამართავს. მისთვის ესპანეთთან დაპირისპირება ეროვნული ნაკრებიდან გაცილების მატჩია. 8 მარტს აბუსერიძემ ლოკომოტივის სტადიონზე ეროვნულ გუნდთან ერთად კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა.

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება დღეს დღის 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45