ქისტური საღამო "სპეროზა" თსუ-ში გაიმართება

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 13:14

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში  ქისტური საღამო "სპეროზა" გაიმართება. საღამოს ორგანიზატორები არიან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მექა ხანგოშვილი, მომღერალი სულთან ბორჩაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირი “იბერიონი”, საზოგადოებრივი მოძრაობა "სპეროზა" და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: დათო კენჭიაშვილი, ზურაბ დათიკაშვილი, ფანდურა, დები ზვიადაურები, დები გოგოჭურები, დები ნაყეურები, სულთან ბორჩაშვილი და ქისტი მომღერლები, ასევე პოეტები: ტარიელ ხარხელაური, ტრისტან მახაური, მიხეილ ღანიშაშვილი, ერეკლე საღლიანი, ჯარჯი შუქიაური, გელა დაიაური, ლადო ჭინჭარაული, თემურ ჩალაბაშვილი, თინათინ მღვდლიაშვილი, ელგუჯა უძილაური, ნინო ჭინჭარაული, ბაღათერ არაბული, ნუკრი მჭედლიშვილი,ოთარ ფალიანი, ცოტნე ალბუთაშვილი

საღამოზე საკუთარ ლექსებს ასევე ქისტი პოეტებიც - ხასო ხანგოშვილი, სულეიმან გუმაშვილი და სხ. წაიკითხავენ.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: FM საქართველოს ხმა, საინფორმაციო სააგენტო „ჯეონიუსი“, COMMENTS.GE , სტუდია ARTMEDIA, მედიაკავშირი ობიექტივი, FOLK რადიო, ხოლო ტექნიკური მხარდამჭერია ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტი.

საღამო, რომელიც 15 მარტს, 18 საათზე გაიმართება, გაუძღვებიან თუმიშ ხანგოშვილი და ომარ მარგოშვილი

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ნომრები:

599 9992 40

555 46 86 02

599 14 54 32

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39