კორკოტა ტელევიზიებს ბოიკოტს უცხადებს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 12:46

"ტელევიზია როცა მხარეა და მოვლენებს ისე აშუქებს, როგორც აწყობს, ასეთ ტელევიზიებს ბოიკოტს გამოვუცხადებ. არ მომწონს მათი მუშაობა. ბოიკოტს მას შემდეგ გამოვუცხადებ, რაც ისინი საზოგადოების წინადადებებს არ მიიღებენ. საზოგადოება მათი მუშაობით უკმაყოფილოა", - ამის შესახებ " ჯეონიუსს" რადიო "საქართველოს ხმის" გადაცემა "კორკოტას დილას" წამყვანმა გიორგი კორკოტაშვილმა გამუცხადა.

მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ტელევიზიაზეა საუბარი, თუ ის მხარეს წარმოადგენს და დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. როგორც კორკოტა აცხადებს, ახალი ამბები კომენტარის გარეშე უნდა გავიდეს იმიტომ, რომ წამყვანის თითოეულ ბგერას შეუძლია საზოგადოება ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე გადახაროს.

"ტელევიზიაში შეიძლება იყოს გადაცემა, სადაც მავანმა და მავანმა თქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ როცა ახალი ამბებია, საინფორმაციოა, იქ საჭიროა ფაქტების კონსტანტირება და არა დამახინჯება. ფაქტების დამახინჯება ხდებოდა და ახლაც იგივე ხდება",  -აცხადებს კორკოტაშვილი.

მისივე თქმით, საზოგადოება ბოლო 20 წლის განმავლობაში ისე გამოიწრთო, რომ ზუსტად ხვდება ტელევიზია ფაქტებს დებს თუ მხარეა. კორკოტაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში ყველა მაუწყებელი დაუბალანსებელია და ოპოზიციური არხები ცდილობენ დაგვანახონ როგორი ცუდები არიან დღევანდელი ხელისუფალნი, სახელისუფლო არხები კი საპირისპიროს ამტკიცებენ.

გიორგი კორკოტაშვილი თვლის, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა დაბალანსებული ინფორმაცია. საჭიროა საინფორმაციო გამოშვებები, რომლებიც მხოლოდ ფაქტებს მიაწვდიან საზოგადოებას და სადაც პოზიცია არ იქნება დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58