ყალბი ფულის შენახვის ფაქტზე დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 12:52

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები აბუბექირ ფილგიჩი და ოზქან ოზთურქი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა გასაღების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის სასაზღვრო კონტროლის ზონის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს ყალბი უცხოური ვალუტა, 2 000 თურქული ლირა და 2 500 აშშ დოლარი.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46