ქრთამის აღების ფაქტზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის რწმუნებული დააკავეს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 12:46

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ქრთამის აღების ფაქტზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის რწმუნებული დათო ვარადაშვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ვარადაშვილმა სოფ. გავაზის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი უკანონოდ გამოუყო ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 2400 ლარი.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43