ალექსი პეტრიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 12:41

შვედეთის სამეფო ადასტურებს მზადყოფნას განაგრძოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. შვედეთის ხელისუფლების მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ფრანკ ბელფრაგემ დაუდასტურა. სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სადილზე ალექსი პეტრიაშვილმა შვედურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობას და განსაკუთრებულად აღნიშნა ამ ფორმატში შვედეთის, როგორც ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორის მიერ შეტანილი წვლილი.

შეხვედრაზე შვედური მხარე მიესალმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით არსებულ კონსენსუსს, რაც მიმდინარე წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში აისახა. ალექსი პეტრიაშვილმა ფრანკ ბელფრაგეს მიაწოდა ინფორმაცია 2013 წელს ვილნიუსში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შვედეთის თავდაცვის მინისტრ კარინ ენსტრომთან გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე, საქართველო-შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანაშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42