კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის ავტომანქანიდან „მარიხუანა\" ამოიღეს

შაბათი, 09 მარტი, 2013 - 12:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1970 წელს დაბადებული კახაბერ მ. ნარკოდანაშაულისათვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა, 2013 წლის 8 მარტს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხაშურში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 126-ე კილომეტრზე, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 356,93 გრ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს. ბრალდებულის განმარტებით, მან „მარიხუანა" გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 4000 ლარად შეიძინა.

ექსპერტიზის დასკვნით, დაკავების დროს, კახაბერ მ. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41