ზაზა გაბუნია სასწრაფო დახმარების ცენტრის მოშიმშილე თანამშრომლებს დახმარებას დაპირდა

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 19:44

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, სასწრაფო სამედიცინო დახმების ცენტრის მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ექიმები უკანონოდ არიან სამსახურიდან გათავისუფლებული.

“მე დღეს მოვინახულე ექიმები, რომელნიც განსხვავებული აზრის გამო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობის უკანონო გადაწყვეტლებას შეეწირნენ. მათ მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, რადგან დაირღვა და უგულებელყოფილი იქნა მათი უფლებები და ინეტერესები”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, მომავალ კვირაში გაიმართება ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გაფართოებული სხდომა, სადაც მოუსმენენ მერიის პასუხისმგებელ ჩინოსნებს და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცენტრის ხელმძღვანელობას.

ზაზა გაბუნიას თქმით, მისი ფრაქცია ყველაფერს გააკეთებს, რომ გათავისუფლებულ ექიმებს აღარ მოუწიოთ შიმშილობის გაგრძელება და მათი უფლებები აღდგენილი და დაცული იყოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45