პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა დაითხოვოს - ახალგაზრდა ადვოკატები

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 18:11

" ახალგაზრდა ადვოკატები " საქართველოს პარლამენტს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. ისინი ითხოვენ " საზოგადოებრივი მაუწყებლის " სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების კანონიერების დადგენას და ბორდის შეცვლის შესახებ საპარლამენტო პროცედურის დაწყებას. მათი თქმით, პარლამენტმა " მაუწყებლის შესახებ " საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება უნდა დაიწყოს და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებაში გადავიდეს. „ახალგარზდა ადვოკატები“ ცალსახად მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის გათავისუფლებით „მაუწყებლის შესახებ“ კანონი დაარღვია, რადგანაც სამეურვეო საბჭოს დირექტორის უნდობლობისთვის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 ესაჭიროებოდა. სამეურნეო საბჭო შედგება 15 წევრისგან, გიორგი ბარათაშვილის გადაყენებას კი მხარი 9 მეურვემ დაუჭირა, უნდობლობის გამოცხადებისათვის კი, მხოლოდ 10 მეურვის მხარდაჭერა იყო საჭირო. ამასთან, სამეურვეო საბჭომ განმეორებით სხდომაზე შეგნებულად არ მიიღო დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილების შეცვლის გადაწყვეტილება, რითაც მაუწყებელზე კრიზისული ვითარება გააძლიერა.

"მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არც ერთ ნაწილში საზოგადოების უმრავლეოსბის ინტერესების გამომხატველი არ იყო და არხის არსებული საინფორმაციო პოლიტიკის გაგრძელებას ემსახურება", - აცხადებენ ადვოკატები.

მათი თქმით, საქართველოს პარლამენტს აქვს რეალური შესაძლებლობა, პოზიტიური როლი შეასრულოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნის პროცესში. ისინი მიიჩნევენ, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილებები.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერება საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეაფასოს და მოქმედი სამეურვეო საბჭოს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს. მათივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია, სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედით აღძრას მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. მეურვის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4