facebook-ი მალე დიზაინსა და ფუნქციების განლაგებას შეცვლის

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 18:09

თქვენი facebook-ის გვერდი მალე დიზაინს შეიცვლის. ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის  შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა აცნობა. ცვლილება საიტის „ სიახლების“ გვერდს შეეხება. დიზაინთან ერთად, ცვლილება შეეხება ფუნქციების განლაგებას პირველ გვერდზე.

 

მარტივდება გვერდის მართვა. საიტის გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში, სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად დაემატება ინფორმაცია თქვენი მეგობრების, გამოწერილი გვერდების, ფოტოების, მუსიკის და ა.შ. შესახებ, რომელიც ახლანდელ „ფეისბუკზე“ თქვენს „timeline”-ზეა განთავსებული. ახლანდელ მდებარეობას იცვლის, ასევე მეგობრობის შემოთავაზებების და შეტყობინებების ღილაკები, რომლებიც „ლურჯ ზოლზე“ მარჯვენა მხარეს გადავა.

 

მდებარეობას იცვლის მეგობრების ჩამონათვალიც. საიტის მარცხენა ზოლი შავი ფერის გახდება და ახლანდელ ფუნქციებთან ერთად მეგობრების ჩამონათვალიც დაემატება.

 

გვერდი უფრო მრავალფუნქციური და ვიზუალურად უკეთესია.

 

 https://www.youtube.com/watch?v=_PW54Sm99ck

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44