ქალწულებს გველის წელი პირად ცხოვრებასა და კარიერულ წინსვლაში წარმატებებს ჰპირდება

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 17:59

ქალწულებისთვის გველის წელი საკმაოდ წარმატებულია, როგორც პირად ცხოვრებაში ასევე კარიერულ წინსვლაშიც. ეს წელი ქალწულებისთვის სულიერად და ემოციურად ამაღლებულ ფონზე დაიწყება და პირველ ადგილზე წამოიწევს პირადი ცხოვრება. ისინი აქტიურად დაიწყებენ სასიყვარულო ურთიერთობების დარეგულირებას. მარტოხელა ქალწულებს გველის წელიწადში შანსი ეძლევათ, რომ იპოვონ მეწყვილე. კომპლექსიანი და კონსერვატიური ქალწული ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს,  თუმცა ის წელს თავს სრულიად განსხვავებულ ამპლუაში აღმოაჩენს, თუ ფლირტში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ქალწულებს 2013 წელი ახალ საინტერესო ნაცნობებსა და საჭირო კონტაქტებს გპირდებათ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე - რამდენად მიზანიმართულად და გონივრულად გამოიყენებთ ამ ყოველივეს.

მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და დარწმუნებული იყოთ საკუთარ უზადოებაში. მთავარია ის, თუ რას ფიქრობთ და როგორ აღიქვამთ თქვენ საკუთარ თავს და არა ის, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები. საკუთარ ბედსა და ყოველდღიურობას თქვენ თვითონ, ყოველდღიურად ქმნით.

წელს საუკეთესო შესაძლებლობა მოგეცემათ გამოიცვალოთ სამსახური ან გაიუმჯობესოთ სამუშაო პირობები.

გველის წელიწადი გპირდებათ სასიამოვნო ცვლილებებს ბიზნეს სფეროში. თუმცა თქვენც, თქვენი მხრივ ჩვეული პასუხისმგებლობის გრძნობითა და მოთმინებით უნდა მოეკიდოთ ნებისმიერ საქმეს.

თუ აქამდე ქალწულების უმრავლესობა უფრო დამძიმებული, ზოგჯერ ნეგატიური აზროვნებით გამოირჩეოდა, წელს მეტად პოზიტიური და დადებითი აზრები ექნებათ. ფინანსური კუთხით სასიკეთო ცვლილებები შემოდგომაზე უკვე სახეზე იქნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41