ვენეციის კომისიას „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვს - სანდრო ბარამიძე

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 17:36

დადებითად არის შეფასებული დებულება, რომ პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, არ ჰქონდეს უფლება დანიშნოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,  - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

ბარამიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში, მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებთანთან დაკავშირებით, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვს.

"მიმაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტი, რომელიც, იმედი მაქვს, დამტკიცდება კიდეც იმ სახით, როგორითაც დაურიგდა კომისიის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს, მთლიანობაში ძალიან დადებითად ასახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ძირითად პრინციპებს. მაგალითად, დადებითად არის შეფასებული დებულება, რომ პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, არ ჰქონდეს უფლება დანიშნოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე დადებითად არის შეფასებული წინადადება, რომ პარლამენტმა არამოსამართლე წევრები თავისი შემადგენლობიდან კი არ აირჩიოს, არამედ სამოქალაქო საზოგადიების წარმომადგენებისაგან, რომ მოსამართლე წევრები არჩეულ იქნენ ფარული კენჭისყრით და მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და არა კონფენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. მთლიანობაში ასევე მხარდაჭერილია სასამართლო დარბაზებში ტელეკამერების შეტანის შესაძლებლობაც, თუმცა, დასკვნის ავტორებს გარკვეული, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვთ რამდენიმე წესის მიმართ. რაც ყველაზე მთავარია, დასკვნის ავტორები შესაძლებლად მიიჩნევენ უკვე გარდამავალ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ადგილას საბჭოს წევრების არჩევას, რომლებიც არა მოსამართლეათა კონფერენციის, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ იქნენ არჩეულნი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური სასამართლო რეფორმის განხორიციელებისათვის, რასაც ქართული საზოგადოება ასე მოელის",– განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5