ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის განახლებას გაუმართლებლად მიიჩნევს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 17:31

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის იმ პუნქტს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლებაა გათვალისწინებული, გაუმართლებლად მიიჩნევს.

"კომისია განმარტავს, რომ მოსამართლეთა საბჭოების მთავარი ფუნქციაა, მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური გავლენისგან. ამ მიზნიდან გამომდინარე, გაუმართლებელი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის განახლება.

"ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა, რომელიც საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ორგანიზაციისა და ფუნქციონირების საკითხებს, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის განგრძობადობის პრინციპს. საბჭოს ყველა წევრის ვადამდე გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ყოველი შემდგომი ხელისუფლება თუ ყოველი ახალარჩეული პარლამენტი, რომლისთვისაც არ იქნება მისაღები საბჭოს წევრები ან მისი შემადგენლობა, ვადამდე შეუწყვეტს მას უფლებამოსილებას და მას ახალი საბჭოთი ჩაანაცვლებს. ბევრ სიტუაციაში, განსაკუთრებით, ასე მოკლე ვადაში, ასეთი ცვლილებების შემოტანა გააჩენს ეჭვს, რომ ინიციატივის უკან იდგა საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებზე ზეგავლენის მოხდენის განზრახვა ,"- აღნიშნავენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43