სამხედროები ვიღაცის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ უნდა იყვნენ გამოყენებულნი - გიორგი ბარამიძე

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 17:22

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წვერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, თავდაცვის ასმინისტროში დღეს გაკეთებული განცხადება არ არის კონკრეტული ბრალდებები, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას.

"ბრალდება როგორიც არ უნდა იყოს, გამოსაძიებელია, თუმცა და ეს არის მხოლოდ ბბალდება და არანაირი მტკიცებულება, ამასთან დაკავშირებით არანაირი აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს, ვერცერთი ამ ხელისფლების წარმომადგენლი ვერ ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, რომ ვიგაცამ რაღაცა სახლში წაიღო" - განაცხადა ბაქრაძემ.

ბარამიძე წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში სამინისტრო საკმაოდ პოლიტიზირებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა.

"საერთო ტენდენციაა, რომ უფრო და უფრო ხშირად აჩენენ სამხედრო ფორმიან ადამიანებს, რაც სახიფათო ტენდენციაა, რადგან სამხედროები უნდა იდგნენ პოლიტიკური საკითხებისაგან შორს და არ უნდა იყვნენ გამოყენებულნი ვიღაცის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად", - განაცხად ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია გასულ წლებში უწყების ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯების შესახებ გამოძიებას იწყებს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46