სამების საკათედრო ტაძარში 10 მარტს ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართება

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 15:55

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10 მარტს ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართება. მეორე ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 420-მდე ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დალოცავს.

მოსანათლი ჩვილების სიმრავლის გამო, 26-ე ნათლობა ორ ეტაპად ტარდება. ნათლობისთვის რეგისტრაცია სულ 800-ზე მეტმა პატარამ გაიარა. ნათლობის პირველი ეტაპი 3 მარტს გაიმართა.

ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 14 312 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

 კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43