პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე პრემიების გაცემის პრინციპი შეიცვალა

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 15:42

პარლამენტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, ჩვენ შევცვალეთ ეს მახინჯი სისტემა. 2013 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის არ არის გათვალისწინებული არანაირი პრემია არანაირი „შეფუთვით“, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აპარატის თანამშრომლების ყოველკვარტალური პრემირებისთვის შეიქმნა ცალკე ფონდი, ყველა თანამშრომლის ერთი თვის ჯამური თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, აპარატის თანამშრომლებზე პრემია გაიცემა არა გათანაბრებითი პრინციპით, არამედ დამსახურების მიხედვით.

მისი თქმით, ამით ყველა პრობლემა არ გადაჭრილა. კერძოდ, საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, ატესტაციის, საკლასო ჩინების, დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა ბევრი მიმართულებით პრობლემები ისევ გადასაჭრელია. ამის გამო, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის სისტემის გაუმჯობესების მიზნით სპეციალური ჯგუფი იქმნება. დავით უსუფაშვილი მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების მზარდ დაინტერესებას სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზანშეწონილობის და კანონიერების საკითხებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46