გია დვალი პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 15:34

გია დვალმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის საპასუხო წერილი გაავრცელა, სადაც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "ჯეონიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ.

 

"ქვეყნის პირველი პირის მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი რეფორმის წარმატებისთვის. მოცემულ შემთხვევაში კი ეს მხარდაჭერა ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია. შენი პიროვნული ფაქტორი გადამწყვეტი იყო იმისთვის რომ ქვეყანას და რეფორმას შანსი მისცემოდა და ასევე გადამწყვეტი იყო, ჩვენი ჯგუფის ამ პროცესში ჩართვისთვის. ასე რომ, უღრმესი მადლობა მთელი ჩვენი გუნდის სახელით. ჩვენ გვესახება, რომ ვდგავართ უაღრესად საინტერესო და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს იმ მდგომარეობამდე, როცა ცოდნის მოპოვება და შემოქმედება იქნება ჩვენი ქვეყნის არსის განმსაზღვრელი.

ჩემი კოლეგების და ჩემი სახელით, პატივისცემით და სრული თანადგომით, გია"

6 მარტს პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით პროფესორ გია დვალს ღია წერილით მიმართა. სადაც მადლობას უხდის გია დვალს გაწეული სამსახურისთვის, რომელიც მან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44