ირაკლი ღარიბაშვილმა შს სამინისტროს ქალი თანამშრომლები დააჯილდოვა

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 15:41

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამშრომელ ქალებს 8 მარტი პირადად მიულოცა. მინისტრმა პირადად დააჯილდოვა სამინისტროს 47 თანამშრომელი ქალბატონი და პირადად გადასცა მედალი.

ღარიბაშვილმა მილოცვისას ხაზგასმით აღნიშნა ქალების განსაკუთრებული როლი სამინისტროს ყოველდღიურ, წარმატებულ საქმიანობაში და განაცხადა, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში სამინისტროში მომუშავე ქალბატონების რიცხვი 12-დან 20 პროცენტამდე გაიზრდება.

"ვაღიარებ, რომ თქვენ ხართ სამინისტროს საამაყო თანამშრომლები და თქვენი როლი ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც ჩემი სურვილი იყო, რომ დღევანდელი დღე პირადად მომელოცა. გავარკვიე, რომ სამინისტროში ამჟამად თანამშრომელთა მხოლოდ 12,5%-ს შეადგენს ქალების რაოდენობა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი სურვილი და პრიორიტეტია, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში ქალთა რაოდენობა 20%-მდე გავზარდო, ასევე ჩემი სურვილია, ქალები იყვნენ თანასწორნი კარიერულ წინსვლაში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 8 მარტს თანამშრომელი ქალების განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოება შს სამინისტროში ტრადიციად დამკვიდრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში წელს პირველად აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41