გიგი უგულავამ და თომას ჰამერბერგმა ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრეს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 15:06

თბილისის მერი, გიგი უგულავა ევროკავშირის მრჩეველს ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგს შეხვდა. მათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრეს. " ახლა შევხვდი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, თბილისის მერს. განვიხილეთ კოჰაბიტაციის საკითხი და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას, ქალაქისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რათა დღის წესრიგში არსებული პრობლემები კონსტრუქციული გზით მოგვარდეს."-აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

გიგი უგულავას თქმით, მნიშვნელოვანია, თომას ჰამერბერგს ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს თვითმმართველობებს.

"ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ მოვძებნოთ ის საერთო, რომლითაც თანაარსებობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებს შორის იქნება ცივილიზებული და ნორმალური. და ამ კუთხით მე ჩემი მოსაზრებები გავუზიარე თომას ჰამარბერგს, რაც, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მისი საქართველოში ოთხთვიანი მოღვაწეობის შედეგებზე აისახება", -განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერის თქმით, ზეწოლა ხორციელდება ყველა მიმართულებით. "მინდა აღვნიშნო, რომ თუ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ თითოეულ მათგანზე გავცეთ პასუხი, მაგრამ,  ბუნებრივია, ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ყველაფერი ხორციელდება,  ბადებს ეჭვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რეპრესიები, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე სუბიექტების მიმართ. ეს საერთაშორისო საზოგადოებას კარგად ესმის", -აღნიშნავს უგულავა.

ცნობისთვის, თომას ჰამარბერგის ვიზიტის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაცნობა და რეკომენდაციების შემუშავებაა. აღნიშნული მისიის ფარგლებში შეხვედრები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41