ლაშა ტუღუში საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს გადადგომას მოითხოვს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 15:13

მაუწყებლობის შესახებ კანონის ერთ-ერთ ავტორი, ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში საზოგადოებრივი მაუწყებლი საბჭოს გადადგომას მოითხოვს რადგან, მისივე თქმით,  ბორდი ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას.

"ყველაზე სწორი გადაწყეტილება იქნება ის, რომ ბორდი გადადგეს. დღეს ისინი არიან სათაგურში, საიდანაც არ არსებობს გამოსავალი, თუ უნდათ, რომ მათ სახე შეინარჩუნონ და ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოინახოს, ერთადერთი გამოსავალი მათი გადადგომაა" - განაცხადა ტურუშმა.

მედია ექსპერტი დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარის ლევან გახელაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს განცხადებები ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მისი აზრით, მაუწყებელში შექმნილი ვითარების დარეგულირებას და ჯანსაღ პროცესებს ახალი კანონი უზრუნველყოფს.

"დღეს ვუსმენდი ბორდის ხელმძღვანელის უცნაურ განმარტებებს, მან მე მახსენა. რატომღაც თქვა, რომ თურმე ეს კანონპროექტი, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მასთან კავშირშია", - აღნიშნა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე მზადაა, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა დარეგულირდეს მაუწყებლის შესახებ კანონი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41