სვაროვსკი საუკეთესო საჩუქარია 8 მარტისთვის

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 14:34

 ყველა ქალისთვის ასაკის მიუხედავად სვაროვსკის აქსესუარები ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარია ნებისმიერ დღესასწაულისთვის, მით უმეტეს, რომ სვაროვსკს თბილისში ბრენდმაღაზია აქვს.

ცოტამ თუ იცის, ამ ბრჭყვიალა ნივთების მიღმა რა იმალება...

ეს ბროლის ზღაპარი 1892 წელს დაიწყო. ჩეხური ბოჰემიის (ბროლის ოსტატთა განთქმული მხარე) მკვიდრმა უცნობმა მევიოლინემ, დანიელ სვაროვსკიმ გამოიგონა მანქანა, რომელსაც შეეძლო ბროლის, ძვირფასი ქვებისა და კრისტალების დიდი რაოდენობით და თანაც საუკეთესო ხარისხით დამუშავება.

საინტერესოა, რომ დანიელი ბავშვობიდანვე თვალს ადევნებდა თავის მამას, რომელიც ბროლის მცირე ქარხანას ფლობდა და ალბათ ამ დროს ჩაისახა პატარა დანიელში ბროლის სიყვარული და სურვილი, სრულეყო ეს საოცარი ქვა.

როცა ის Elketrische Ausstelung-ს (ელექტო საქონლის პირველი გამოფენა) ეწვია, გაუჩნდა იდეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება და დიდი აღიარება მოუტანა. როგორც ჩანს, სიმენსის და ედისონის გამოგონებებმა დიდი გავლენა იქონია 21 წლის ახალგაზრდაზე და მან გადაწყვიტა შეექმნა ბროლის საჭრელი და დასამუშავებელი მანქანა.

ამ ჩანაფიქრზე დღეა და ღამე მუშაობდა და უკვე 9 წლის შემდეგ მზად იყო დაეპატენტებინა პირველი ბროლის საჭრელი მანქანა, რომელიც სრულყოფამდე დაიყვანდა ამ აქვის დამუშავებას.

ასე დაიწყო ახალი ერა ბროლის სამყაროში. 29 წლის გამომგონებელი ადგილობრივ ოსტატებთან კონკურენციას მოერიდა და ავსტრიაში გადაბარგდა, სადაც 1895 წელს ტიროლის ერთ-ერთ სოფელში – ვატენსში დააარსა ბროლის მწარმოებელი ქარხანა. იმ დროისათვის ასეთი სახის ნაწარმს ფართოდ იუენებდნენ მოდური ტანისამოსის და აქსესუარების გასაწყობად.

რამდენიმე წლის განმავლობაში დანიელმა თავისი ტექნოლოგია კიდევ უფრო დახვეწა, ხოლო 1911 წელს უკვე შვილებთან, ვილჰელმთან და ფრიდრიხთან, ერთად შეძლო ბროლის დამუშავებაში ახალი სიტყვის თქმა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. სანკტ-პეტერბურგელი და პარიზელი ნოდის მოყვარულნი, სადაც სვაროვსკიმ პირველი ნიმუშები გააგზავნა, აღფრთოვანებულნი დარჩნენ და ბროლის “ბრილიანტების” შეკვეთები მოაწყდა სვაროვსკების ქარხანას.

გავიდა წლები და “სვაროვსკი” დახვეწილი, მდიდრული და საოცნებო სამკაულის სიმბოლოდ იქცა. ამ ფირმის აქსესუარები ამკობდა მარლენ დიტრიხის და ჯერი ჰოლის საღამოს კაბებს, ასევე მაიკლ ჯქსონის და თინა თერნერის სასცენო კოსტუმების განუყოფელი სამკაულიც იყო. ცნობილი სამოდელო სახლები – კრისტიან დიორი, ივ სენ ლორანი და შანელი, თავის კაბებს მხოლოდ “სვაროვსკის” თვლებით აწყობენ… და ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

დღეისათვის სვაროვსკის მემკვიდრეები აწარმოებენ ბროლის ბიჟუტერიას, ასობით ათასი ფირმისა და ფერის ნამუშევრებს, ყველანაირი გემოვნებისათვის…

1976 წელს ფირმამ შობის წინ დაამზადა პირველი ბროლის ფიგურა, ეს იყო პატარა თაგვი, აწყობილი რამდენიმე დეტალისაგან და ჭაღის ერთ-ერთ ატრიბუტს, კერძოს საკიდს წარმოადგენდა. წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თაგვს მოჰყვა ზღარბი, კუ, ირემი, მარტორქა, გედი…

“სვაროვსკის” სიმბოლო თავდაპირველად ედელვაისი იყოს, მაგრამ ეს ალპური ყვავილი მხოლოს მთის მცხოვრებთათვის იყო ნაცნობი. ამიტომაც, როდესაც უკვე სახელგანთქმული კომპანიისათვის სიმბოლოს ხელახალი არჩევის საკითხი დადგა, მათ არჩევანი გედზე შეაჩერეს და იგის “სვაროვსკის’ სიმბოლო 1899 წლიდან დღემდე.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43