The Economist-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 14:47

foreignpress-ი The Economist-ში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიას, სათაურით " ბიძინა ივანიშვილი-პოპულარული მხოლოდ სახლში" გვთავაზობს. The Economist-ის ჟურნალისტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ანგარიშებზე დაყრდნობით, საქართველოში ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებს განიხილავს. მისი თქმით, საერთაშორისო პრესაში არსებობს ტენდენცია, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოაჩინონ ისეთ პიროვნებად , რომელსაც დემოკრატიაზე წარმოდგენა არ აქვს და საკუთარი მტრების განადგურება უნდა. ავტორი ეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც, რომელიც მან აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ რუსეთი აზერბაიჯანთან მიმართებაში იგივე ტაქტიკას მიმართავს, რაც საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა. ავტორის თქმით, პოლიტპატიმრების იდენტიფიკაციის პროცესი პარლამეტში ნაჩქარევი იყო. ასევე, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებული ბრალდებები, მისი თქმით, იმის საფუძველს იძლევა, რომ მათი საქმეები გამოძიებული იქნეს. ავტორი აღნიშნავს, რომ კოალიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა, პოლიტიკური პლურალიზმის არსებობის მაჩვენებელია. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ მდგომარეობას შესაძლოა ეწოდოს " გაურკვევლობა მომავალზე". The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიას " ჯეონიუსი " უცვლელად გთავაზობთ:

აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო კომუნიკაციის პრობლემა? მაღალი რეიტინგები და მმართველი უმრავლესობა პარლამენტში იმის ვარაუდს აჩენს, რომ მის პოზიციას შინ, საქართველოში, არაფერი ემუქრება. თუმცა საერთაშორისო პრესაში არსებობს ტენდენცია, რომ მილიარდერი პრემიერი ისეთ ფიგურად წარმოადგინონ, რომელსაც დემოკრატიაზე წარმოდგენა არ აქვს და საკუთარი მტრების განადგურება უნდა. რადგან პოლიტიკური კოაბიტაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) შორის არ მუშაობს, ქვეყნის იმიჯი უცხოეთში ზიანდება.

„ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ხელიდან არ უშვებს ახალი მთავრობის გაკრიტიკების შესაძლებლობას უცხოელებთან. იანვარში, მან დაგმო ახალი კაბინეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. გასულ კვირაში, მან განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანის არჩევნებშიც იმავე ტაქტიკას გამოიყენებს, რაც საქართველოში გამოიყენა: „ოლიგარქებს, რუსულ ფულს, შანტაჟს და პროვოკაციებს“. 4 მარტს ივანიშვილმა საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბოდიში მოუხადა საქართველოს მოკავშირეებს პრეზიდენტის საქციელისთვის.

თუმცა სააკაშვილის სპექტაკლები ივანიშვილს სამსახურს ვერ უწევს. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მისმა მთავრობამ რამდენიმე მცდარი ნაბიჯი გადადგა, როგორც ამას საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ. „პოლიტიკური პატიმრების“ იდენტიფიკაციის პროცესი პარლამენტში, ძალიან ნაჩქარევი იყო, რადგან არ მოხდა თითოეული საქმის ყურადღებით შესწავლა. კიდევ ერთი შავი ლაქაა ის, რომ მან ვერ მოახერხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ ლოიალურად განწყობილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშინების პრევენცია. ეს უმოქმედობა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივ დევნასთან ერთად თბილისში, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით შეშფოთების განცდას ზრდის.

პოლიტიკური მიზნებისთვის კანონის ბოროტად გამოყენება საქართველოში ახალი პრაქტიკა არ არის. ივანიშვილი თავად იყო ამის მსხვერპლი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ დაახლოებით 100 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. ამ თეზისს ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმე, რომელიც ახლახან გაამართლეს, ის ანგელოზი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ორ კვირაში, მას შემდეგ რაც 2006 წელს მთავრობა დატოვა და ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, მის წინააღმდეგ გამოძალვის ბრალდებით საქმე აღძრეს.

მეტიც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებული ზოგიერთი ბრალდება მაღალი დონის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უდავოდ გამოსაძიებელია. აქ მთავრობის მიდგომა უფრო ფრთხილი გახდა. გასულ კვირაში, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შეერთებულ შტატებს და ნატოს შტაბბინას სტუმრობდა იუსტიციის დარგში დაგეგმილი რეფორმების განხილვისათვის. პარლამენტი განიხილავს ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც შეამსუბუქებს სასჯელს წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის შედარებით დაბალი ინსტანციის ჩინოვნიკებისთვის.

დებატებმა ამ ამნისტიის ირგვლივ ცხადყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობაზე. როგორც, სააკაშვილმა განაცხადა 4 მარტს, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა დანაშაული ჩაიდინეს, თუ ააშენეს „თანამედროვე ქართული სახელმწიფო?“. ივანიშვილი მიდრეკილია იმისკენ, რომ გააუფასუროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღწევები. არადა, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა წარსულ ათწლეულში, განსაკუთრებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ წლებში. ეკონომიკა გაიზარდა, ხდებოდა გადასახადების გადახდა და ამოღება, აღდგა საბაზისო სერვისები. ძველი პრობლემების გადაწყვეტის გზაზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა თქმა უნდა, შექმნა ახალი პრობლემები. ახალი მთავრობა ცდილობს მოერიოს „ვარდების რევოლუციის“ ბნელ მხარეს. მაგრამ ის ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, იმ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე, რომელიც დატოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

საბოლოო ჯამში, უარის თქმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობის პოზიტიურ მხარეზე, მარცხისთვისაა განწირული. ეს უკვდავყოფს მწვავე განხეთქილებებს ქართული პოლიტიკის გულში, რომელიც თავის მხრივ ჩრდილავს იმ პოზიტიურ საქმეებსაც, რომელსაც ახალი მთავრობა აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ სამთავრობო ინსტიტუტების ღიაობა მნიშვნელოვნად გაზრდილია წარსულთან შედარებით. განიხილება უფრო ძლიერი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რომელმაც უნდა დაძლიოს მონოპოლიებისა და კარტელების პრობლემა, რაც დომინირებს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორც ეს ჩანს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბოლოდროინდელი ანგარიშიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმები ზღუდავს ამ უწყების აღმასრულებელ ძალაუფლებას. დიალოგი რუსეთთან დაწყებულია, და იმის შანსი, რომ რუსულ ბაზარზე აღდგება მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, ძლიერია. განსხვავებული შეხედულებები სამთავრობო კოალიციის შიგნით, პოლიტიკური პლურალიზმის უფრო მაღალ ხარისხზე მიუთითებს, ვიდრე ეს დაშვებული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პირობებში.

გაურკვეველია არსებობს თუ არა, თუკი საერთოდ არსებობს, ამ ცვლილებების მამოძრავებელი საბაზისო ხედვა. კარნეგის მშვიდობის ფონდის ახალი ანგარიშის თანახმად, ქართველების 45% პოზიტიურად არის განწყობილი სტალინის მიმართ, მისი დანაშაულებების მიუხედავად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უპირატესობას ავტოკრატიას ანიჭებენ; არამედ, როგორც ჩანს, ავტორების თქმით, ეს ასახავს გაურკვევლობას მომავალზე. მმართველი კოალიციის ტლანქი ბუნება, რომელიც მოიცავს წვდომას ძალაუფლებასა და რესურსებზე და ზიზღს სააკაშვილისადმი, კიდევ უფრო ზრდის გაურკვევლობის განცდას. დამაჯერებელი ხედვა იმისა, თუ როგორ გეგმავს ბატონი ივანიშვილი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანონდარღვევების გამოსწორებას, არამედ შენებას იმ საძირკველზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილისგან შედგება, ძალიან მისასალმებელი იქნებოდა, როგორც შინ, ასევე უცხოეთში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58