ბუტა რობაქიძის მეგობარს კახა აზარაშვილს ჩვენება ზეწოლის ქვეშ დააწერინეს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 14:38

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე თავის შვილის მეგობრის კახა აზარაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობს. მისი განცხადებით, აზარაშვილი დააკავეს 2006 წელს და აიძულეს ჩვენებაში  დაეწერა, რომ ბუტა რობაქიძეს მკვლელობის დღეს მას ჯიბეში "მაკაროვის" სისტემის ტიპის იარაღი ჰქონდა.

აღნიშნულ ფაქტში სოსო რობაქიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ყოფილ უფროს გურამ დონაძეს და ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს ადანაშაულებს. ასევე, მისი თქმით, აზარაშვილის მიმართ ახორციელებდნენ ზეწოლას, რის შემდეგაც მოხდა მისი ჩვენების დაწერა.

"2006 წელს დაიჭირა პოლიციამ, მის დაჭერაში ქალაქის პროკურორს ღვინიაშვილს და გურამ დონაძეს დიდი წვლილი მიუძღვით, იგი ჰყავდათ წნეხის ქვეშ. როდესაც მოვიდა აზარაშვილი ჩემ სახლში, იყო სასტიკად ნაცემი. რაც არ უნდა მომხდარიყო, უნდა ეთქვა, რომ მას იარაღი ჰქონდა. იმ პერიოდში მამამისს ჰქონდა დიდუბეში ავტომაღაზია რომელიც დაულუქეს და მთელ ოჯახი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა", - განაცახადა რობაქიძემ.

შეგახენებთ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა. ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მანქანიდან გადმოსული ბუტა რობაქიძე. რობაქიძესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები: კახაბერ აზარაშვილი, გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5