პრობაციონერის 9 წლის შვილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 14:30

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლების ინიციატივით, ფინანსური შემოწირულობის საფუძველზე, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება პრობაციონერ ხ.თ-ს 9 წლის შვილს, რომელსაც დაბადების დღიდან ჰქონდა თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემები.

სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით, პრობაციონერს და მის შვილს, თავდაპირველად დახმარება გაეწით საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების მიღებაში, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ, მიეღოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, შემდგომ არასრულწლოვანს ჩაუტარდა ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევები და ბოლო ეტაპზე ჩაუტარდა ურთულესი ქირურგიული ოპერაცია.

ამჟამად არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება მედ.პერსონალის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ და სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ, ყველანაირი შეზღუდის გარეშე შეძლებს ახალი ცხოვრების წესით ცხოვრებას.

აღსანიშნავია, რომ უსახსრობის გამო, ბავშვის დაბადებიდან 9 წლის განმავლობაში პაციენტის მშობლებს ექიმის კონსულტაციის შესაძლებლობაც კი არ ჰქონიათ. დღეის მდგომარეობით, მარტოხელა დედა ოთხ შვილთან ერთად ფონიჭალის დასახლებაში მატარებლის ვაგონში ცხოვრობს.

მნიშვნელოვანია, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უახლოეს მომავალში პაციენტის დედა გათავისუფლდება პირობითი მსჯავრისაგან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ მოინახულეს პაციენტი და მიულოცეს მას დაბადების დღე. ამასთანავე 8 მარტი მიულოცეს არასრულწლოვანის პრობაციონერ დედას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43