პიკასოს შემოქმედება "Apple"-მა გამოიყენა

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 13:56

სტივ ჯობსი პიკასოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მისმა შემოქმედებამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, „ეფლის“ ვიზუალური და გრაფიკული მხარის განვითარებაში. ასევე, ჯობსმა მისი ნამუშევრები გამოიყენა  „Think Different“ -ის ერთ-ერთ სარეკლამო აქციაში. ამასთან, ეს არ ყოფილა ერთი შემთხვევა – პიკასოს შემოქმედებამ იმაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა „ეფლის“ პროდუქციაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჯობსს თავისი მოგონებების წიგნში პიკასოს ფრაზაც აქვს ციტირებული: „კარგი მხატვრების ასლს, დიდი მხატვრები მოიპარავენო“. ამდენად, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პიკასოს შემოქმედებამ ასეთი დიდი ადგილი დაიკავა „ეფლის“ ვიზუალურ მხარეში.

ერთ-ერთი მაგალითია, ცნობილი, ე.წ. „მეძებრის“ ლოგო (Finder logo), შექმნილი 1997 წელს. ეს არის არის ლურჯი ფერის ლოგო, გაყოფილი თითქოსდა უხეში ხაზებით და საბოლოოდ გამოხატავს სახეს. ეს პიქტოგრამა ძალიან გავს პიკასოს ტილოს, სახელად, ორი ხასიათი (1934).

 

 

 

არსებობს კიდევ სხვა ცნობილი პიქტოგრამა, რომელსაც უწოდებენ „პიკასო მაკს“ (Picasso Mac), რადგანაც მისი იდეა აღებულია პიკასოს შემოქმედების სტილიდან, რაც გულისხმობს გამჭვირვალე ნახატს, რბილი კონტურებით.

 

ის შემუშავებულ იქნა ტომ ჰაგისის და ჯონ კასადოს მიერ. მიუხედევად იმისა, რომ ჯობსი არ იყო ბოლომდე კმაყოფილი ამ ლოგოსი, ის მაინც იქცა მაკის სიმბოლოდ, იქამდე, სანამ ის არ ჩაანაცვლა Happy Mac – ლურჯმა პიქტოგრამამ. ასე რომ, ამ კომპანიის განვითარების დასაწყისიდან დღემდე, პიკასოს გავლენა და ხელწერა თქვენ შეგიძლიათ ამოიკითხოთ როგორც გრაფიკულ მხარეს, ასავე მთლიანად ბრენდში, რამდენადაც ის ამ კომპანიის ფილოსოფიის ნაწილია.

 

 

 

ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კადრები დოკუმენტური ფილმიდან „Triumph of the Nerds“, სადაც სტივ ჯობსი პიკასოს სიტყვების ციტირებას ახდენს:

http://youtu.be/CW0DUg63lqU

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4