არასრულწლოვანი პრობაციონერები ხანდაზმულებს სისტემატურად დაეხმარებიან

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 14:24

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ექვსმა არასრულწლოვანმა პირობით მსჯავრდებულმა სათნოების სახლ ”კათარზისის” პერსონალს ხანდაზმულთა მომსახურებაში დახმარება გაუწია. მოზარდებმა 310 მოხუცს სადილი გაუწყვეს.

მსგავსი ღონისძიება უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა - ანალოგიური ჰუმანიტარული აქცია ”კათარზისში” 26 თებერვალს რუსთაველმა არასრულწლოვანმა პრობაციონერებმაც გამართეს. სათნოების სახლისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთა შეთანხმებით, მოხუცებულთა დასახმარებლად არასრულწლოვანთა ჩართულობა მომავალშიც გაგრძელდება. შემუშავდა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც პრობაციონერები სისტემატურად გაუწევენ დახმარებას ხანდაზმულებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს, რაც არასრულწლოვან პრობაციონერებს ჩადენილი შეცდომის გააზრებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46