ბაგრატის ტაძრის რესტავრატორ-არქიტექტორს დააჯილდოვებენ

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 13:43

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო პროექტის ავტორს, არქიტექტორ ანდრეა ბრუნოს 20 მარტს დააჯილდოვებენ. საერთაშორისო კონკურსი Domus restauro e conservazione-ს ფარგლებში იმ პროექტების ავტორებს  აჯილდოებს, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

კონკურსში ორმა სარესტავრაციო პროექტმა გაიმარჯვა. ერთ-ერთი მათგანია არქიტექტორ ანდრეა ბრუნოს პროექტი, რომელიც ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. ჟიურის დასკვნით, მეთერთმეტე საუკუნის უნიკალური ქართული ტაძრის აღდგენითი პროექტი არქიტექტორის ძალისხმევის მაგალითია.

დაჯილდოების ცერემონია 2013 წლის 20 მარტს, ქალაქ ფერარაში, პალაცო ტასონიში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45